Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და ტოტენჰემი მოლაპარაკებებს განაგრძობენ

სტეფანო პიოლის მოთხოვნით, მილანი და ტოტენჰემი სერჟ აურიერის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს განაგრძობენ.

როსონერისთვის უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფლანგის მცველის დამატება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და აურიერი გუნდის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელმა მილანში გადასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა და დიავოლომ მასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ერთადერთი, რაც ტრანსფერს აფერხებს, ტოტენჰემის მიერ მოთხოვნილი 23 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც მილანს არ სურს. გუნდები მოლაპარაკებებს განაგრძობენ, თუმცა მილანის შეთავაზებული 20 მილიონი ლონდონელების მოთხოვნილ თანხასთან საკმაოდ ახლოს არის და ტრანსფერის გაოფიციალურებას სულ მალე უნდა ველოდოთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.