Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ტოტენჰემი შეთანხმებას ვერ ახერხებენ

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანი და ტოტენჰემი სერჟ აურიერის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ და კოტ-დიუვარელი ფეხბურთელის დიავოლოში ტრანსფერი უფრო და უფრო ნაკლებად მოსალოდნელია.

ტოტენჰემმა მარჯვენა მცველის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხა 5 მილიონით უკვე შეამცირა და მზად არის, ფეხბურთელი 20 მილიონ ევროდ გაასხვისოს, თუმცა როსონერი არც ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, აურიერის ტრანსფერში მილანს ლევერკუზენის ბაიერის სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და როსონერი 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში ფავორიტად აღარ მიიჩნევა.

გერმანულმა  გუნდმა ტოტენჰემის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე მზადყოფნა გამოთქვა და ფეხბურთელთან შეთანხმების მიღწევას მოახერხებს, აურიერი კარიერას არა მილანში, არამედ ლევერკუზენში გააგრძელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *