Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და ფიორენტინა ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

SportMediaset-ის ინფორმაციით,ფიორენტინა და მილანი ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ და მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

საქმე ლუკას პაკეტას და ნიკოლა მილენკოვიჩს ეხება და ამ ბარტერზე არაერთხელ დაიწეტა, გამოცემის ინფორმაციით კი გუნდებმა მოლაპარაკებები უკვე წამოიწყეს და წინ საკმაოდ კარგი ტემპით მიიწევენ.

მილენკოვიჩი ცენტრაულ ზონაში სტეფანო პიოლის პირადი მოთხოვნაა,ლუკას პაკეტა კი როსონერის სამომავლო პროექტის ნაწილად აღარ მოიაზრება,თუმცა ფიორენტინა ბრაზილიელ ფეხბურთელს უკვე დიდი ხანია აკვირდება და ეს გაცვლა ორივე მხარეს დააკმაყოფილებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.