Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი და შალკე შეთანხმებასთან ახლოს არიან

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანი და შალკე მატია ნასტასიჩის ტრანსფერზე შთანხმებასთან ახლოს არიან.

წყაროს ინფორმაციით, გერმანელები მზად არიან, სერბი უკანახაზელი იჯარის წესით გაუშვან, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ნასტასიჩი შალკეში 2015 წელს, მანჩესტერ სიტიდან გადავიდა და გუნდის რიგებში 139 მატჩის ჩატარება მოასწრო. წყაროს მტკიცებით, 27 წლის ფეხბურთელმა მილანში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.