Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ჩელსი ზიეიჩის ტრანსფერზე ვერ თანხმდებიან

მილანი ჩელსიდან ჰაკიმ ზიეიჩის ტრანსფერით კვლავ ინტერესდება, მაგრამ იტალიური წყაროების ცნობით მხარეებს შორის ფორმულაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

მილანი უკვე დიდი ხანია ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელის ძიებაშია და სტეფანო პიოლის ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი 28 წლის მოროკოელი ფეხბურთელია, თუმცა Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ზიეიჩს მხოლოდ თავისთვის სასურველი ფორმულით – იჯარა, გამოსყიდვის პერსპექტივით გაიფორმებს.

ჩელსი კი თავის მხრივ ზიეიჩის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის და მისი არენდით გაშვებასაც განიხილავს, თუმცა მხოლოდ მისი გამოსყიდვის ვალდებულებით, რის სანაცვლოდაც 40 მილიონის მიღება სურს, როსონერი კი ასეთი ფორმულით მის გაფორმებას არ აპირებს…