Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ჩელსი ჟირუს ტრანსფერზე შეთანხმდნენ

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ მილანი ჟირუს ტრანსფერზე აქტიურობდა და როგორც ჩანს, როსონერიმ ვეტერანი ფორვარდის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანი ჩელსისთვის ჟირუს სანაცვლოდ 1 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა, რასაც შემდგომში გარკვეული ბონუსები დაემატება.

მილანი 34 წლის ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, მისი წლიური გასამრჯელო კი 4 მილიონი ევრო იქნება.