Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ჩელსი საბუთებს ხვალ გაცვლიან…

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, მილანი და ჩელსი ოლივიე ჟირუს ტრანსფერზე საბოლოო დეტალებს ათანხმებენ და სავარაუდოდ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება, ზეგ კი 34 წლის ფეხბურთელი მილანს ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

მილანი ჟირუს დამატებას უფასოდ გეგმავდა, მაგრამ პიოლის მეორე ფორვარდის გუნდში ყოლა უმოკლეს დროში სურს, რომ მას სეზონის წინ ვარჯიშისთვის საჭირო დრო ჰქონდეს, ამიტომ მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონის გადახდას დათანხმდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.

ჟირუ მილანთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 4 მილიონი ევრო იქნება.