Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ცსკა კასტილეხოს ტრანსფერზე შეთანხმდნენ, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი და ცსკა სამუ კასტილეხოს ტრანსფერთან დაკავშრებით უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ესპანელი ფეხბურთელი რუსულ გუნდში გადასვლაზე ყოყმანობს.

MilanNews-ის ცნობით, კასტილეხო რუსულ გუნდს იჯარის წესით შეუერთდება და მათ შემდგომში ფეხბურთელის გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეეძლებათ, გარკვეული პუნქტების შესრულების შემთხვევაში კი ესპანელი ვინგერის გამოსყიდვა სავალდებულო გახდება.

გუნდების შეთანხმების მიუხედავად, ტრანსფერი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, რადგან ცსკა კასტილეხოს დარწმუნებას ამ მომენტისთვის ვერ ახერხებს და ამისთვის დრო 7 სექტემბრამდე აქვს, სწორედ მაშინ იხურება სატრანსფერო ფანჯარა რუსეთში.