Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ცსკა კასტილეხოს ტრანსფერზე მოლაპარაკებებს განაგრძობენ

იმის მიუხედავად, რომ სატრანსფერო ფანჯარა იტალიაში უკვე დაიხურა, სამუ კასტოლეხო როსონერის დატოვებასთან ძალიან ახლოს არის.

ესპანელი ვინგერის გაფორმებით რუსული ცსკა ინტერესდება და იმის გამო, რომ რუსეთში სატრანსფერო ფანჯარა 7 სექტემბერს იხურება, მოსკოველებს კასტილეხოს გაფორმების შესაძლებლობა ჯერ კიდევ აქვთ.

იტალიური წყაროების ინფორამციით, მხარეები სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმდნენ და ეს დაახლოებით 8-9 მილიონი იქნება, თუმცა ჯერჯერობით ფორმულაზე საერთო ენის გამონახვა ვერ ხერხდება.

ცსკა-ს 26 წლის ფეხბურთელის იჯარით აყვანა სურს, შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით, მილანი კი სამუს არენდით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ რუსულ გუნდს მისი გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისრება.