Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი და ხეტაფე შეთანხმდნენ ?

ესპანური მედიის ინფორმაციით, მილანი და ხეტაფე სამუ კასტილეხოს ტრანსფერზე საბოლოოდ შეთანხმდნენ.

მხარეები მოლაპარაკებებს საკმაოდ დიდი ხანია აწარმოებენ, თუმცა ტრანსფერრის ფორმულაზე შეთანხმებას ვერ ახერხებდნენ. მილანს ფეხბურთელის სანაცვლოდ თანხის მიღება გარანტირებულად სურდა, ესპანელებს კი მისი გაფორმება მხოლოდ იჯარით უნდოდათ, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Radio Estadio-ს ინფორმაციით, ხეტაფემ მილანს ფეხბურთელის იჯარა შესთავაზა, თუმცა ამჯერად გამოსყიდვის ვალდებულებით და როსონერი ამ წინადადებას დათანხმდა. გამოსასყიდი თანხა სავარაუდოდ 7-8 მილიონი ევრო იქნება, კასტილეხოს წასვლა კი მილანს სატრანსფერო ფანჯარაზე ხელ-ფეხს გაუხსნის და მარჯვენა ფლანგის გაძლიერებას მოახერხებს.