Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დეპაიზე ოცნებობს

მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდიდან მოყოლებული არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს. როსონერის რადარზე ჯანლუკა სკამაკა, ანდრეა ბელოტი, დუშან ვლაჰოვიჩი და დონიელ მალენი იმყოფებიან, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერისთვის საოცნებო ტრანსფერი ლიონის ფორვარდი გახლავთ.

Corriere della Sera-ს მტკიცებით, მილანი მემფის დეპაის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გაფორმება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება.

წყაროს ცნობით, დეპაის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს და როსონერის ოთხეულში ადგილის განაღდება ამ ტრანსფერში ძალიან დაეხმარება, მაგრამ პრობლემა დეპაის გასაფორმებლად არსებული დიდი კონკურენციაა. 27 წლის ფორვარდის ტრანსფერისთვის იუვენტუსი, ბარსელონა და სხვა რამდენიმე გრანდი იბრძვის.