Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დე პაულის ტრანსფერს 5 ფეხბურთელს შესწირავს

ჰაკან ჩალჰანოღლუს მილანიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია და სტეფანო პიოლის მოთხოვნით, როსონერი მის შემცვლელად როდრიგო დე პაულის დამატებას ეცდება.

პრობლემა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებაა. უდინეზე არგენტინელის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს ითხოვს და  ტრანსფერში სხვა ფეხბურთელის ჩართვას გამორიცხავს, ამიტომ Calciomercato-ს ცნობით, როსონერი დე პაულის ტრანსფერის დასაფინანსებლად 5 ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, როსონერი ლაქსალტის, კონტის, კალდარას, კასტილეხოს და კრუნიჩის მსურველებს უკვე ეძებს, თუმცა მაღალი კონკურენციის გამო მალდინი-მასარას დუეტს მოქმედებისთვის საკმაოდ ცოტა დრო აქვს…