Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დე პაულის ტრანსფერში ორი ფეხბურთელის ჩართვას ცდილობს

მილანმა ბოლო პერიოდში ჰაკან ჩალჰანოღლუსთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები განაახლა, თუმცა როსონერის ხელმძღვანელობა პარალელურად დე პაულის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს.

გაზრდილი ინტერესის გამო, უდინეზე ფეხბურთელის ფასის შემცირებას არ აპირებს და არგნეტინელის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანმა დე პაულის თანხის შემცირება ტრანსფერში მატეო გაბიასა და ტომაზო პობეგას ჩართვის სცადა, თუმცა ერთადერთი ფეხბურთელი, რომლითაც უდინეზე ინტერესდება, იენს პეტერ ჰაუგე გახლავთ.

წყაროს ცნობით, უდინეზე თანახმაა დე პაული 26-27 მილიონისა და ჰაუგეს სანაცვლოდ მილანში გაუშვას.

გათიშვა