Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დე პაულის ტრანსფერში დაწინაურდა ?

როდრიგო დე პაულს უკვე დიდი ხანია, რაც მილანს და ატლეტიკოს უკავშირებენ და ესპანელები არგენტინელი ნახევარმცველის გაფორმებაზე საკმაოდ აქტიურობდნენ, თუმცა როგორც ჩანს მათ უდინეზესთან სატრანსფერო ღირებულება ვერ შეათანხმეს და მის ალტერნატივებზე გადაერთვნენ.

SportMediaset-ის ინფორმაციით, ატლეტიკო ბოლო საათებში ლაიფციგის მარსელ საბიცერის ტრანსფერზე გააქტიურდნენ და მისი გაფორმების შემთხვევაში, ლა ლიგის ჩემპიონები დე პაულის გაფორმებაზე საბოლოოდ იტყვიან უარს.

მილანის და ატლეტიკოს გარდა, დე პაული არსენალსაც დაუკავშირეს, თუმცა მეთოფეები ჩემპიონთა ლიგაზე არ თამაშობენ და ამის გამო როსონერი ფავორიტად მოიაზრება. მილანი უდინეზესთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და გავრცელებული ინფორმაციით, ფრიულიანები იენს პეტერ ჰაუგეს გარდა ტომაზო პობეგათიც ინტერესდებიან, მათი ჩართვით კი მილანი დე პაულის სატრანსფერო ღირებულებას შეამცირებს…