Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდა

როდრიგო დე პაული სერია ა-ში ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად მოიაზრება და დიდი ალბათობით ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

რამდენიმე უცხოური გრანდის გარდა, დე პაულს იუვენტუსი, ინტერი და უკვე მილანი უმიზნებს, უკანასკნელი მათგანი კი უდინეზეს კონკრეტულ წინადადებას უმზადებს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, როსონერი ზაფხულში არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ უდინეზეს იენს პეტერ ჰაუგეს და ფულს შესთავაზებს, თუმცა ნორვეგიელის კონტრაქტში ჩაიდება პუნქტი, რომლის მიხედვითაც როსონერის მომავალში მისი გამოსყიდვის საშუალება მიეცემა.