Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დე პაულის ფრონტზე უკან არ იხევს

რამდენიმე საათის წინ მოგახსენეთ, რომ როდრიგო დე პაულმა უდინეში თავისი ვილა გაყიდა და მისი გუნდიდან წასვლა უკვე გარდაუვალია.

მისი ტრანსფერისთვის ამ ეტაპზე მილანი, იუვენტუსი და ატლეტიკო იბრძვიან, თუმცა არგენტინელი ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი იტალიაში დარჩენაა, ამიტომ იუვე და მილანი ფავორიტები არიან.

Gazzetta-ს ინფორმაციით, მილანმა რამდენიმე დღის წინ უდინეზეს 20 მილიონი და იენს პეტერ ჰაუგე შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, რადგან უდინეზეს დე პაულის სანაცვლოდ მხოლოდ თანხის მიღება სურს, თუმცა როსონერი დანებებას არ აპირებს და მზად არის, ბიანკონერის 40 მილიონი ევრო გადაუხადოს, რომელიც 4 სეზონზე გადანაწილდეა. ამ ეტაპისთვის, ეს საუკეთესო შეთავაზებაა, რომელიც უდინეზემ მიიღო…