Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დიასის იჯარას გაახანგრძლივებს

ბრაჰიმ დიასის იჯარა რამდენიმე დღეში იწურება, თუმცა მილანი და მადრიდის რეალი შეთანხმებასთან ახლოს არიან და ესპანელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონსაც როსონერის რიგებში გაატარებს.

დიასი გასულ სეზონში სტეფანო პიოლის როტაციის მნიშნელოვანი წევრი იყო, ბოლო ტურებში კი მან უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა და როსონერის ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა.

PianetaMilan-ის ინფორამციით, ბლანკოსი 21 წლის ფეხბურთელს მილანში კიდევ ერთი სეზონით დატოვებს, მაგრამ მალდინიმ კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის ჩადებაზე რეალის დათანხმება ვერ მოახერხა და ბრაჰიმი სან სიროზე ამჯერადაც მშრალი იჯარით ითამაშებს.