Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დიასის სანაცვლოდ 30 მილიონს იხდის…

ავტორიტეტული გამოცემა Goal-ის ინფორმაციით, როსონერი 21 წლის ბრაჰიმ დიასის გამოყიდვას აპირებს.

დიასი მილანს სეზონის სტარტზე რეალიდან, მშრალი იჯარის წესით შეუერთდა და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელიც გახდა.

ესპანური მედია ირწმუნებოდა, რომ მადრიდის რეალი დიასის გაყიდვას არ აპირებდა და სეზონის ბოლოს მის დაბრუნებას გეგმავდა, თუმცა Goal-ის მტკიცებით, როსონერი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბლანკოსს 30 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც საკმაოდ მსუყე წინადადებაა…