Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დიასის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს…

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანსა და მადრიდის რეალს შორის ბრაჰიმ დიასის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

წყაროს ცნობით, როსონერის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ კარლო ანჩელოტის მილანისადმი დამოკიდებულება დიასის გუნდში დაბრუნებას ხელს შეუწყობს.

მალდინის ესპანელი ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარა სურს, თუმცა ამჯერად მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩადება უნდა. რეალი ამ პუნქტის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ დიასს 25 მილიონ ევროდ აფასებს, მილანი კი თანხის შემცირებას ცდილობს.

თავად დიასი, რომელმაც ბოლო წლებში მადრიდში, მილანში და მანჩესტერში იმოგზაურა, უფრო მეტი სტაბილურობა სურს და როსონერის რიგებში ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის, რაც მოლაპარაკებებს გაცილებით ამარტივებს.