მილანი დიბალას წარმომადგენლებს დაუკავშირდა…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერთან გართულებული მოლაპარაკებების გამო, მილანს დიბალას გაფორმების შანსი გაუჩნდა და მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, როსონერის ხელმძღვანელობა არგენტინელის კანდიდატურას სერიოზულად განიხილავს, მაგრამ როსონერის რიგებში თამაშისთვის ლა ხოიას ფინანსური მოთხოვნების შემცირება მოუწევს.
წყაროს ცნობით, მილანი დიბალას გასამრჯელოს სახით 5-5.5 მილიონ ევროს შესთავაზებს, რაც ფეხბურთელის მოთხოვნილი 7.5 მილიონიდან საკმაოდ შორს არის, თუმცა მისთვის ასეთი ხელფასის გადახდას არც ერთი დაინტერესებული მხარე არ აპირებს…