Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი დილემის წინაშე…

მომავალი სატრანსფერო ფანჯარა მილანში უმნიშვნელოვანესი იქნება.გუნდში შემადგენლობის მხრივ დიდი ცვლილებები იგეგმება,თუმცა პირველ რიგში როსონერიმ ბალასტი უნდა გაუშვას.

ერთ-ერთი ასეთი კი ლუკას პაკეტაა,რომელიც სტეფანო პიოლის გეგმებში არ შედის. მილანმა ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა რბილად რომ ვთქვათ,მოლოდინების გამართლება ვერ მოახერხა.

ახლა კი მილანი ცდილობს,რომ ფეხბურთელი გაყიდოს და იტალიური მედიის მტკიცებით, როსონერი ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდაც შეელევა,თუმცა მისი მსურველი მაინც არ ჩანს…

ჯერჯერობით ერთადერთი გუნდი,რომელმაც პაკეტას მიმართ ინტერესი გამოთქვა, ფიორენტინაა.მილანს ფიორენტინადან კიეზასა და მილენკოვიჩის გაფორმება სურს და არ არის გამორიცხული,რომ ბრაზილიელი ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერში ჩართონ.

Leave a Reply

Your email address will not be published.