Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დონარუმას გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ შესთავაზებს

ჯიჯო დონარუმას კონტრაქტის ამოწურვამდე მილანთან მხოლოდ 77 დღე რჩება, თუმცა მხარეებს შორის ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები პროგრესს ვერ განიცდის.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ მინო რაიოლა ტურინში იმყოფებოდა, სადაც იუვენტუსს შეხვდა და მათი მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარი საკითხი სწორედ ჯიჯო დონარუმას ტურინში შესაძლო ტრანსფერი იყო.

ამის მიუხედავად, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი უკან დახევას არ აპირებს და აძურის ახალგაზრდა კიპერს სეზონში 8 მილიონ ევროზე მაღალ ხელფასს არ შესთავაზებს.

რაიოლას Casa Milan-ში უახლოეს პერიოდში ელოდებიან, რის შემდეგაც გუნდი სავარაუდოდ იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გააოფიციალურებს, პარალელურად კი დონარუმას ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევას შეეცდება.