Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი დონარუმას კონტრაქტზე მუშაობას იწყებს

სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა, თუმცა როსონერის წინ რაიოლასთან რთული მოლაპარაკებები ელის.

მოგეხსენებათ, ჯიჯო დონარუმას კონტრაქტი მილანთან მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და რა თქმა უნდა, დიავოლოს ახალგაზრდა იტალიელი კიპერის შენარჩუნება სურს.

MilanNews-ის ინფორმაციით, შეხვედრა მილანის დირექტორთა საბჭოსა და მინო რაიოლას შორის უკვე ჩანიშნულია და ჯიჯოს აგენტი Casa Milan-ს უახლოეს დღეებში ეწვევა.

წყაროს მტკიცებით, მილანი მზად არის ფეხბურთელს ხელფასი 8 მილიონ ევრომდე გაუზარდოს, რაც რაიოლას ერთ-ერთი მტავარი მოთხოვნა იყო, თუმცა მხარეები ერთ მნიშვნელოვან პუნქტზე ვერ თანხმდებიან – იქნება თუ არა დონარუმას კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა მითითებული.

რაიოლას სურს, რომ თუ მილანი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, დონარუმას გამოსყიდვა ნებისმიერ მსურველს 60 მილიონ ევროდ შეეძლოს, როსონერის კი ამ პუნქტის ჩადება საერთოდ არ სურს, მითუმეტეს ასეთ ‘მცირე’ თანხად…