Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დონარუმას სეზონში 7 მილიონს სთავაზობს, თუმცა…

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანმა ჯიჯო დონარუმას ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ სეზონში 7 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ეს საკმარისი მის შესანარჩუნებლად.

გამოცემის მტკიცებით, მინო რაიოლამ იუვეს და ინტერისგან უკეთესი წინადადებები მიიღო და გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით არ ჩქარობს.

21 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და თუ მილანი მასთან ახლაი ხელშეკრულების გაფორმებას ვერ მოახერხებს, უნიჭიერეს კიპერს უფასოდ დაკარგავს, თუმცა ჯიჯომ მილანში დარჩენის სურვილი არაერთხელ დააფიქსირა და სავარაუდოდ 7 მილიონი ევრო მის შესანარჩუნებლად საკმარისი იქნება.