Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დონარუმას შემცვლელის ძიებას განაგრძობს

როსონერი ჯიჯო დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ჯერჯერობით კვლავ ვერ ახერხებს და გუნდის ხელმძღვანელები მისი პოტენციური შემცვლელის ძიებას განაგრძობენ.

ბოლო პერიოდში მილანს ლილის კარის დარაჯი მაიკ მაიგნანი არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა Il Mattino-ს მტკიცებით, როსონერი მის ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს და ერთ-ერთი მათგანი ნაპოლის ალექს მერეტია.

24 წლის იტალიელს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და კარის მშრალად შენახვა 6-ჯერ მოახერხა, ნაპოლისთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მაგრამ წყაროს ცნობით, თუ დე ლაურენტისი შესაბამის წინადადებას მიიღებს, ის იტალიელი კიპერის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

გათიშვა