Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დორტმუნდს ბრანდტის სანაცვლოდ წინადადებას უმზადებს

მილანი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და გუშინ როსონერის დორტმუნდის ფეხბურთელი იულიან ბრანდტი დაუკავშირეს, რომლის ტრანსფერსაც როგორც ჩანს როსონერი სერიოზულად განიხილავს.

ცნობილი ჟურნალისტის ალესანდრო ჯაკობონეს ინფორმაციით, 25 წლის გერმანელი დორტმუნდის გეგმებში აღარ შედის და გუნდი მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის.

წყაროს ცნობით, მილანი მზად არის გერმანელებს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ 5 მილიონი შესთავაზოს, შემდგომში მისი 22 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.