Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი დუნარუმას გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანმა დონარუმას ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო და ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან ამ თემაზე პირველი შეხვედრა უკვე შედგა.

გამოცემის ინფორმაციით, მილანი მზად არის ფეხბურთელის აგენტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ახალგაზრდა იტალიელ კიპერს ხელფასი მოუმატოს. როსონერი დონარუმას 2025 წლამდე შეინარჩუნებს, ჯიჯო კი ხელფასის სახით 8 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც სხვადასხვა ბონუსები დაემატება.

ერთადერთი საკითხი, რაზეც მხარეები ჯერ ვერ თანხმდებიან, არის გამოსასყიდი თანხა. მილანს კონტრაქტში ამ პუნქტის ჩადება საერთოდ არ სურს, რაიოლას კი უნდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, მისი გამოსყიდვა 60 მილიონად იყოს შესაძლებელი.