Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი დღეს კიდევ 2 ტრანსფერს გააოფიციალურებს

მილანი ჩემპიონთა ლიგისთვის მზადებას და შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს და ოლივიე ჟირუს შემდეგ, დღეს გუნდი კიდევ 2 ტრანსფერს გააოფიციალურებს.

MilanNews-ის ცნობით, Casa Milan-ში ბრაჰიმ დიასს და ფოდე ბალო-ტურეს ელოდებიან.

პირველი მათგანი როსონერის 2-წლიანი იჯარით შეუერთდება, რაშიც მილანი 3 მილიონს გადაიხდის და 2 სეზონის შემდეგ მისი გამოსყიდვა 22 მილიონად შეეძლება, თუმცა ბლანკოსს ესპანელი ფეხბურთელის დასაბრუნებლად 27 მილიონის გადახდა მოუწევს.

ტურეს რაც შეეხება, ფრანგი მარცხენა მცველის სანაცვლოდ მილანს ბონუსების გათვალისწინებით 4.5 მილიონი ევრო დაუჯდება და ის გუნდთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს.