Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ევროპაში ყველაზე კარგ ფორმაშია

მილანი სერია ა-ს სატურნირო ცხრილს ლიდერობს და თამაშში აღებული საშუალო ქულათა რაოდენობით ტოტენჰემსა და ბაიერნზე უკეთესი საშუალო მაჩვენებელი აქვს.

როსონერიმ ფიორენტინას 2 – 0 აჯობა და მეორეადგილოსან ინტერს უკვე 5 ქულით უსწრებს, იუვენტუსთან სხვაობა კი 6 ქულამდე გაიზარდა.

სტფანო პიოლის შეგირდებმა 9 თამაშში 23 ქულის მოპოვება მოახერხეს და უკეთესო შედეგი ევროპაში არც ერთ გუნდს არ აქვს.

მილანი ერთ თამაშში საშუალოდ 2.5 ქულას აგროვებს, ბაიერნი 2.4, ტოტენჰემი კი 2.1. მილანი ატლეტიკოსთან და იუვენტუსთან ერთად შიდა ჩემპიონატებში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდია.

როსონერიმ საწყის 9 ტურში 21 გოლის გატანა მოახერხა, რომელიც 2002-03 წლების სეზონის შემდეგ, როდესაც მათ 23 გოლის გატანა მოახერხეს, საუკეთესო მაჩვენებელია.

მათ საკუთარ კარში მხოლოდ 8 გოლი გაუშვეს, რაც 2008-09 წლების სეზონის შემდეგ ასევე საუკეთესო მაჩვენებელია.