Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთსეოა…

მილანმა მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ატალანტას წინააღმდეგ გასვლაზე კიდევ ერთი მნიშნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, 2020-21 წლების სეზონიდან მოყოლებული მილანი ტოპ 5 ლიგაში გასვლაზე მოპოვებული გამარჯვებებით პირველ ადგილზეა.

როსონერიმ ამ პერიოდში 23-ჯერ ჩატარებული გასვლით მატჩიდან 19-ჯერ იმარჯვა, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა. მათ საერთო ჯამში 59 ქულა მოიპოვეს და 50 გოლი გაიტანეს.

მეორე ადგილზე სიაში პსჟ იკავებს, რომელმაც იმავე პერიოდში 17 გამარჯვება მოიპოვა, მესამე ადგილზე 16-16 გამარჯვებით ნაპოლი და მანჩესტერ სიტი არიან.