Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენის გაფორმებას ეცდება

Calciomercato-ს ინფორმაციით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლევერკუზენიდან პატრიკ შიკის გაფორმებას ეცდება.

ჩეხმა ფორვარდმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე უკვე 4 გოლის გატანა მოასწრო და გუშინ მისმა ნაკრებმა ტურნირიდან ნიდერლანდების გამოთიშვა მოახერხა, გატანილი 2 გოლიდან ერთ-ერთი სწორედ პატრიკის ანგარიშზე იყო.

მილანი 25 წლის ფეხბურთელს ჯერ კიდევ მარკო ჯამპაოლოს დროიდან აკვირდებოდა და მისი გაფორმება არაერთხელ სცადა, ევროპის ჩემპიონატზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ კი როსონერიმ მისი გაფორმების სურვილი კდიევ ერთხელ გამოთქვა.

ლევერკუზენი რომას ყოფილ ფეხბურთელს 30 მილიონად აფასებს, რის გადახდასაც როსონერი მხოლოდ ლეაოს გაყიდვის შემთხვევაში მოახერხებს…