Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ელ შაარავის დაბრუნებას განიხილავს

მილანი შეტევის ხაზის გასაძლიერებლად სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს და ცოტა ხნის წინ მათ რადარზე სტეფან ელ შაარავი გამოჩნდა.

ელ შაარავი მილანში 2011-16 წლებში თამაშობდა, გუნდის მაისურით 120 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 27 გოლთან ერთად 13 საგოლე გადაცემის გაკეთებაც მოახერხა, რის შემდეგაც მონაკოში და რომაში თამაშობდა, ახლა კი ის ჩინური შენჰუას ღირსებას იცავს.

იმის გამო, რომ ჩინეთის ჩემპიონატი შეჩერებულია და ის მხოლოდ 2021 წლის იანვარში განახლდება, გუნდი სეზონის დაწყებამდე ელ შაარავის გაშვების წინააღმდეგი არ არის და 27 წლის იტალიელის გაფორმების სურვილი არაერთმა გუნდმა უკვე გამოთქვა, მათ შორის პსჟ-მ, მილანმა და იუვენტუსმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *