Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ერთდროულად რამდნიმე ტრანსფერის დახურვას ცდილობს

მილანის ხელმძღვანელობას ძალიან დაკავებული დღეები ელის. ისინი ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე იბრძვიან და სურთ, რომ სასურველი სამიზნეები გუნდში უმოკლეს დროშ მიიყვანონ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მილანისთვის პრიორიტეტული სანდრო ტონალის ტრანსფერი გახდა.

MilanNews-ის ინფორმაციით, გუნდებს შრის შეთანხმება უკვე მიღწეილია. წყაროს მტკიცებით, მილანი 1-წლიან იჯარაში 10 მილიონს გადაიხდის, შემდგომ მისი გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლება. თავად ტონალი სეზონში 2.5 მილიონს მიიღებს.

ტონალი, რომელიც მანჩინიმ ნაკრებშ გამოიძახა, ახლა კარანტინის პერიოდს გადის და სკუადრა აძურას 2 სექტემბერს უნდა შეუერთდეს, თუმცა იქამდე დიდი ალბათობით მილანს ეწვევა და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ბაკაიოკოს რაც შეეხება, მილანი და ჩელსი მოლაპარაკებებს კვლავ აწარმოებენ და ტრანსფერის ბოლო დეტალებს ათანხმებენ. მხარეები ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ, თუმცა ჯერჯერობით მილანს სურს, რომ მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს, ჩელსი კი ითხოვს, რომ როსონერის ბაკაიოკოს გამოსყიდვის ვალდებულება დაეკისროს, თუმცა ფრანგი ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, ის დიდი ალბათობით დიავოლოს შეუერთდება.

მილანი ახლოს არის ბრაჰიმ დიასის გაფორმებასთან. დიავოლომ ფეხბურთელის თანხმობა უკვე მიიღო და ახლა გუნდები ტრანსფერის ფორმატს ათანხმებენ. მილანს სურს, რომ ფეხბურთელის იჯარაში გამოსყიდვის პუნქტიც ჩაიდოს და წინააღმდეგი არც იმაზეა, რომ მადრიდის რეალს ფეხბურთელის დაბრუნება შეეძლოს, ოღონდ საკმაოდ მსუყე თანხად.

როსონერი ჰაკან ჩალჰანოღლუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც მუშაობს. თურქი ფეხბურთელი ახალ კონტრაქტს ხელს უახლოეს დღეებში მოაწერს და ის დიავოლოს ღირსებას 2024 წლის ივნისამდე დაიცავს, მისი ანაზღაურება სეზონში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

იბრაჰიმოვიჩთან გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, მილანი მინო რაიოლასთან ჯიჯო დონარუმას კონტრაქტზე აპირებს მუშაობის დაწყებას, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება გუნდთან მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება.

Leave a Reply

Your email address will not be published.