Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვალენსიას ტალანტით ინტერესდება

მილანი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას განაგრძობს და ესპანური მედიის ცნობით, ამჯერად მალდინი-მასარას ყურადღება ვალენსიას გამთამაშებელმა კანგ-ინ ლიმ მიიბყრო.

ვალენსიური გამოცემა SuperDeporte-ს ცნობით, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და მას გუნდის გამოცვლა სურს, ამიტომ ვალენსიას ფეხბურთელის გაყიდვა ზაფხულში მოუწევს.

PianetaMilan-ის ინფორამციით, მილანი 20 წლის ტალანტს ბრაჰიმ დიასის შემცვლელად განიხილავს, რომლის მომავალიც ჯერ კიდევ გაურკვეველია.