Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვარსკვლავური ტრიოს შესანარჩუნებლად 80 მილიონს დახარჯავს

მილანი ტეო ერნანდესთან, ისმაელ ბენასერთან და რაფაელ ლეაოსთან ახალი კონტრაქტების თაობაზე მოლაპარაკებებს განაგრძობს, რომელთა გაფორმებაც გუნდის სახელფასი ჭერს საგრძნობლად გაზრდის.

სამივე მათგანის ხელშეკრულებები გუნდთან 2024 წლის ზაფხულში იწურება, როსონერის კი მათი გახანგრძლივება 2026 წლის ზაფხულამდე სურს და სამივეს ხელფასის მნიშნელოვნად გაზრდას შესთავაზებს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, აღნიშნული ტრიოს კონტრაქტები მილანს საერთო ჯამში დაახლოებით 80 მილიონი ევრო დაუჯდება.