Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვერშაერენის აგენტს შეხვდა

მილანი ახალგაზრდა ტალანტების ძიებას განაგრძობს და იტალიური მედიის ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობამ თვალი ანდერლეხტის ბელგიელ ფეხბურთელს იარი ვერშაერენს დაადგა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 20 წლის ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველის აგენტი მაიკლ ჯანსენი დღეს დილით Cassa Milan-ს ეწვია, სადაც პაოლო მალდინის და რიკი მასარას შეხვდა. წყაროს ცმობით, მხარეებმა ფეხბურთელის ზამთარშიტრანსფერი განიხილეს, თუმცა თუ ანდერლეხტმა მისი იანვარში გაშვება არ მოისურვა, მილანი ახალგაზრდა ტალანტს ზაფხულში დაუბრუნდება.

მიმდინარე სეზონში ვერსაერენმა ანდერლეხტის რიგებში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.