Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვესინოს დამატებას გეგმავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი ინტერის ნახევარმცველის მატიას ვესინოს დამატებას გეგმავს და ეს ჰაკან ჩალჰანოღლუს გამო ერთგვარი შურისძიება იქნება.

30 წლის ფეხბურთელს, რომელმაც სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და ის სტეფანო პიოლის გუნდში გამოსადეგი კადრი იქნება, ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეები ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

ვესინო ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად წლიური გასამრჯელოს – 1.8 მილიონი ევროს შენარჩუნებას და 3-წლიან ხელშეკრულებას ითხოვს, ნერაძური კი მხოლოდ 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს და ხელფასის შემცირება 1.5 მილიონამდე უნდა, რაზეც ურუგვაელი ფეხბურთელი თანახმა არ არის…