Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლასიჩის ტრანსფერზე მუშაობას დაუბრუნდა

მილანმა მომდევნო სეზონისთვის მზადება უკვე განაახლა, თუმცა გუნდში ჯერჯერობით ჰაკან ჩალჰანოღლუს შემცვლელი არ ჩანს და როსონერი შემტვი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს.

ბოლო კვირეებში გუნდს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ შორის ცსკა მოსკოვის ხორვატი ნოკოლა ვლასიჩი, MilanNews-ის ანტონიო ვიტელოს და Calciomercato-ს დანიელე ლონგოს ინფორმაციით კი როსონერიმ რუსულ გუნდს კონკრეტული წინადადებითაც მიმართა.

წყაროების ინფორმაციით, როსონერი მზად არის 23 წლის ფეხბურთელი იჯარის წესით გაიფორმოს, რის სანაცვლოდაც 5 მილიონ ევროს გადაიხდის და სეზონის ბოლოს როსონერის მისი გამოსყიდვის საშუალება 20 მილიონად ექნება, თუმცა თუ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს, ეს პუნქტი სავალდებულო გახდება…