Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლასიჩის ტრანსფერის დახურვას ცდილობს

იტალიური მედიის შემდეგ, მილანის ინტერესი ცსკას ფეხბურთელის ნიკოლა ვლაშიჩის მიმართ რუსეთშიც დაადასტურეს და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, მხარეები ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.

რუსული Match TV-ს ინფორმაციით, მილანმა 23 წლის შემტევი ნახევარმცველისგან ტრანსფერზე თანხმობა უკვე მიიღო და გუნდებს შორის შეთანხმების ფორმულაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

მილანის შეთავაზება ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარაა, რის სანაცვლოდაც როსონერი 5 მილიონს გადაიხდის და შემდგომში მისი გამოსყიდვა 20 მილიონად შეეძლება, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4 მილიონი დაემატება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ეს პუნქტი სავალდებულო გახდება.