Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერში ლეაოს ჩართვას გეგმავს ?

ზაფხულში მილანი ცენტრ-ფორვარდის დამატებას გეგმავს და მათი 2 მთავარი სამიზნე ამ პოზიციაზე ტორინოს ანდრეა ბელოტი და დუშან ვლაჰოვიჩი არიან.

მალდინი-მასარას გუნდის გაძლიერება ტორინოს კაპიტანით სურთ, თუმცა პიოლის ფავორიტი ვარიანტი ვლაჰოვიჩია, რომელსაც ფიორენტინაში მუშაობის პერიოდიდან კარგად იცნობს და მის მიმართ სიმპატია არაერთხელ დააფიქსირა.

ფიორენტიან 21 წლის ფორვარდს 40 მილიონ ევროდ აფასებს, რისი გადახდაც როსონერის ამ ეტაპზე გაუჭირდება, თუმცა SportMediaset-ის ინფორმაციით, მილანი ტრანსფერში რაფაელ ლეაოს ჩართვას განიხილავს, რომელსაც არც თუ ისე კარგი სეზონი აქვს.