Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის წარმომადგენლები დუშან ვლაჰოვიჩის აგენტებს შეხვდნენ და სერბი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერი განიხილეს.

21 წლის ფორვარდმა მიმდინარე სეზონში ფიორენტინას რიგებში 15 გოლის გატანა მოახერხა და არაერთი გრანდის ყურადღება დაიმსახურა, თუმცა სტეფანო პიოლის ფაქტორის გათვალისწინებით, რომელიც ვლაჰოვიჩს კარგად იცნობს, როსონერი ფავორიტად მოიაზრება.

Tuttosport-ის მტკიცებით, ფიორენტინა ფეხბურთელის სანაცვლოდ 40-45 მილიონ ევროს ითხოვს და არ არის გამორიცხული, რომ როსონერიმ ტრანსფერში რაფაელ ლეაო ჩართოს.