Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე მუშაობას თავს ანებებს ?

იტალიური მედიის ცნობით, როსონერი დუშან ვლაჰოვიჩის ტრანსფერზე უარს იტყვის და ზაფხულში ანდრეა ბელოტის გაფორმებას შეეცდება.

ფიორენტინას არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად, ვლაჰოვიჩმა 35 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც ბრიტანული და ესპანური გრანდების გარდა, ინტერის, რომას, მილანის და იუვენტუსის ყურადღებაც დაიმსახურა.

თუმცა, Tuttosport-ის მტკიცებით, როკო კომისო 21 წლის სერბი ფორვარდის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც არც მილანს და არც სხვა იტალიურ გუნდებს არ შეუძლიათ.

წყაროს ინფორმაციით, როსონერის ხელმძღვანელობა აქცენტს ტორინოს კაპიტნის ანდრეა ბელოტის ტრანსფერზე გააკეთებს, რომელიც დაახლოებით 35-40 მილიონად იქნება ხელმისაწვდომი.