მილანი ზალცბურგის ფორვარდით ინტერესდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანი ცენტრალური ფორვარდის გაფორმებას გეგმავს და ლომბარდიულმა გრანდმა შესაბამისი კანდიდატების ძიება უკვე დაიწყო.
დანიელე ლონგოს ინფორმაციით, პაოლო მალდინის პრიორიტეტული სამიზნე ზალცბურგის 22 წლის ფორვარდი ნოა ოკაფორი გახლავთ, რომელიც მილანის სატრანსფერო სტრატეგიას იდეალურად ერგება.
ახალგაზრდა შვეიცარიელი ფეხბურთელის გაფორმება, რომელმაც მიმდინარე სეზონში უვკე 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, მილანს დაახლოებით 20-25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.