Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზამთარში ატალანტას ნახევარმცველის დამატებას ეცდება

იტალიური წყაროების ცნობით, ატალანტას შემტევი ნახევარმცველი ალექსეი მირანჩუკი ლა დეას რიგებში სათამაშო დროის ნაკლებობის გამო უკმაყოფილოა და მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდის დატოვება აქვს გადაწყვეტილი.

26 წლის რუსმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მოედანზე ყველა ტურნირზე 228 წუთი გაატარა და ცხადია, რომ ის გასპერინის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბერგამოელები მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არიან.

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი მზად არის მირანჩუკი, რომელსაც ფლანგებზეც შეუძლია თამაში, ზამთარში იჯარის წესით გაიფორმოს, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.