Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზამთარში იოვიჩის დამატებას სერიოზულად განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, სიმონ კიაერის ტრავმის მიუხედავად, რის გამოც როსონერის მცველის დამატება მოუწევს, გუნდი შეტევის გაძლიერებასაც შეეცდება და მათი უპირველესი სამიზნე მადრიდის რეალის ფორვარდი ლუკა იოვიჩი იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანს იმედი აქვს, რომ გუნდებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებული კარგი ურთიერთობა მათ ბლანკოსის ფორვარდის იჯარით გაფორმებაში დაეხმარება, შემდეგში გამოსყიდვის პერსპექტივით.