Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზამთარში ფორვარდის დამატებას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრ-ფორვარდის დამატებას არ აპირებს.

დივოკ ორიგის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ანტე რებიჩის ტრავმების ფონზე, სტეფანო პიოლის აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ ოლივიე ჟირუს  იმედად ყოფნა უწევს, მაგრამ Corriere della Sera-ს ინფორამციით, ტრავმების მიუხედავად, იტალიური გრანდი ზამთარში ფორვარდს არ დაიმატებს.

წყაროს ცნობით, ცენტრ-ფორვარდის გაფორმება მილანისთვის პრიორიტეტი სეზონის ბოლოს იქნება და გუნდი აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სატრანსფერო ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს დაახარჯებს.