Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანი ზამთარში 2 ფეხბურთელის დამატებას შეეცდება

საკმაოდ კარგი სატრანსფერო ფანჯრის მიუხედავად, მილანში არის პოზიციები, რომლებსაც გაძლიერება აშკარად სჭირდება.

Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ცენტრალური მცველის ძიებას განაგრძობს და ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჟერმან პეცელას, ოზან კაბაკს ან ნიკოლა მილენკოვიჩს დაიმატებს.

სტეფანო პიოლის მოთხოვნით, მალდინის და მასარას მთავარი სამიზნე ფიორენტინას უკანაზაზელი იქნება, რომელმაც გუნდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და არ არის გამორიცხული, რომ ფიორენტინას მისი გაყიდვა ზამთარშივე მოუწიოს.

მეორე პოზიცია კი ცენტრალური თავდასხმაა. მადრიდის რეალის ლუკა იოვიჩს როსონერის ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოდან უკავშირებენ. იოვიჩის აგენტს, ფალი რამადანის მილანის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი დიავოლოს იჯარის წესით შეუერთდეს.