Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზენიტის ფორვარდით ინტერესდება

ოლივიე ჟირუს მილანში მისვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მაგრამ როსონერი მის გარდა სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას ეცდება.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სარეაბილიტაციო პრეოცესი მუხლის ტრავმის შემდეგ არც თუ ისე წარმატებულად მიმდინარეობს და შესაძლოა მას ოპერაციაც კი დასჭირდეს, როსონერი კი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ ემზადება და ერთი ფორვარდის იმედად ვერ იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, როსონერი ზენიტის შემტევის სარდარ აზმუნის სიტუაციას აკვირდება.

26 წლის ირანელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში რუსეთის ჩემპიონატში 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი ზენიტთან 2022 წელს იწურება, ამიტომ როსონერის სარდარის შედარებით დაბალ ფასად გაფორმება შეეძლება.