Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზიეიჩის იდეას არ ივიწყებს

იტალიური წყაროების ინფორამციით, მილანი იანვარში ჩელსიდან ჰაკიმ ზიეიჩის დამატებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ზიეიჩი უკვე დიდი ხანია, რაც როსონერის სატრანსფერო სიაში იმყოფება და ბოლო პერიოდში ბრაჰიმ დიასის არც თუ ისე შთამბეჭდავმა თამაშმა მისი კანდიდატურა კვლავ აქტუალური გახადა.

ზიეიჩს როგორც შემტევი ნახევარმცველის, ასევე მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე შეუძლია თამაში, რაც დიდი ხანია მილანისთვის პრობლემური ზონაა და გასაკვირი არ არის, რომ როსონერის ხელმძღვანელობა მოროკოელი ფეხბურთელის კანდიდატურას არ ივიწყებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩელსი, რომელიც ზაფხულში ჰაალანდის ტრანსფერზე მუშაობას გეგმავს, ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მის სანაცვლოდ ფულის მიღება დაუყოვნებლივ სურს, მილანი კი თავის მხრივ ინგლისელებს მხოლოდ ფეხბურთელის იჯარას შესთავაზებს, შემდგომში მისი გამოსყიდვის პერსპექტივით…