Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ზიეიჩის ტრანსფერზე აღარ იმუშავებს

ბრიტანული წყაროების ინფორმაციით, მილანი ჩელსის 28 წლის ფეხბურთელის ჰაკიმ ზიეიჩის ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს.

როსონერი შემტევი ნახევარმცველის ძიებას განაგრძობს და ზიეიჩი მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იყო, მაგრამ არაერთი მცდელობის მიუედავად, მილანმა ჩელსის დაყოლიება, რომ ფეხბურთელი იჯარის წესით გაეშვა, ვერ მოახერხა და მის ალტერნატივებზე გადაერთო.

football.london-ის ინფორმაციით, თუ ჩელსიმ ზიეიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 35-მილიონიანი წინადადება არ მიიღო, მოროკოელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონს ლურჯების რიგებში გაატარებს.